Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიკოს ზაზა ალექსიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი აღმოსავლეთ­მცოდ­ნეობის ს/ს ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის X ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 28-29 დეკემბერს გაიმართება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთ­მცოდ­ნეობის ს/ს ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის X ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება აკად. ზაზა ალექსიძის ხსოვნას. მოხსენებათა თეზისები დაიბეჭდება.

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია აღმოსავლეთმცოდნეობითი თემატიკის მოხსე­ნე­ბე­ბით.

სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ვიზირებული თეზისები (დაურთეთ საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე - სათაური ინგლისურ ენაზე) მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.ejibadze@tsu.ge  

 საკონტაქტო პირი: ნინო ეჯიბაძე, ტელ.: 555 133 911.